
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|||
სახელი, გვარი
|
მაკა კოპალეიშვილი
|
||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
სამტრედია. სოფ.იანეთი
|
||
სკოლა
|
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის საჯარო სკოლა
|
||
პროექტის მონახაზი გავაცნო მოსწავლეებს ქართული დამწერლობის
წარმოშობა, მისი ეტაპები და რა საფრთხე ემუქრებოდა ქართულ ენას.
|
|||
პროექტის დასახელება
|
|||
რა განძი გვქონია!
|
|||
პროექტის შინაარსი
|
|||
გლობალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ერებში.
ვიზალიბერარიზაციის შემდგომ სხვადასხვა ტომის, ეროვნების და აღმსარებლობის
ადამინების კულტურათა გაცვლის შემდგომ, ეროვნული ფასეულებების და ღირებულებების
(ენა, მამული, სარწმუნოება_ ი.ჭავჭავაძე) შესუსტების. უფრო ხშირად გადაშენების,
საშიშროება დგება. მოსწავლეები მოიძიებენ, გაეცნობიან, რა არის ეროვნული საუნჯე,
კერძოდ დამწერლობა,რითი არის მდიდარი ქართული ენა. გაანალიზებენ და შეაფასებენ
ჩვენი განძის მადლს, წარსულში აწმყოსა და განჭვრეტენ მის მომავალს.
|
|||
საგანი/საგნები
|
|||
ქართული, ხელოვნება
|
|||
საფეხური/კლასი
|
|||
დაწყებითი. IV კლასი
|
|||
პროექტის განხორციელების დრო
|
|||
6 კვირა
|
|||
პროექტის საფუძვლები
|
|||
საგნობრივი სტანდარტები
|
|||
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. IV. 1. მოსწავლეს
შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი
შინაარსი.
ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია
მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადა-სხვა სახის არამხატვრული ტექსტების (რეკლამის,
სა-ყმაწვილო ჟურნალის გან-ცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და
სხვ.) წაკითხვა და გაგება.
ქართ. IV. 10.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და
კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
·
იყენებს სხვადასხვა საშუალებას კვლევის შედეგების აღრიცხვა-ორგანიზებისთვის (მარტივი მეცნიერული ენით ჩაწერა, პიქტოგრამა, ცხრილი, ფოტო, ვიდეო);
·
ადარებს და აჯგუფებს კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს. აანალიზებს და გამოსახავს პიქტოგრამის, ცხრილის, მარტივი სქემის საშუალებით;
·
მარტივი საბუნებისმეტყველო ტერმინების გამოყენებით აყალიბებს კითხვებზე პასუხებს საკუთარი დაკვირვებისა და მოსაზრებების საფუძველზე;
·
ადარებს ერთმანეთს საკუთარი და თანაკლასელთა დაკვირვების შედეგებს;
·
წარუდგენს მიღებულ
შედეგებსა და დასკვნებს თანაკლასელებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით (მაგ.,
ზეპირი მეტყველების, წერითი მეტყველების, ისტ-ის საშუალებით).
ს.გ.IV.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია
წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის
საშუალება.
მიმართულება:
ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ხელოვნების სხვადასხვა დარგი.
ს.გ.IV.12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების
შინაარსი სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
21-ე საუკუნის ძირითადი
უნარ-ჩვევები1
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა
და გამომგონებლობ
. საღი
მსჯელობა და აღქმა;
. სხვადასხვა
ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
. პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
. ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,
კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება
მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
. ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა
და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის,
შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
|
|||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
|||
მოიძიონ სხვადასხვა მასალა ჩვენ ეროვნულ განძზე, უკვდავ ქართულ
ენაზე და მის დამწერლობაზე. უფრო შეიყვარონ ჩვენი მშობლიური ენა.
გააანალიზონ ,,რა განძი გვქონია’’,
დააფასონ ჩვენი წარსული. დაგეგმონ და გამოთქვან თავისი ვარაუდები, რა ელის ჩვენს
უძვირფასეს ენას მომავალში. გლობალიზაცია არის საფრთხე თუ პოპულარიზაცია ქართული
ენისათვის?
|
|||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|||
ზოგადი კითხვა
|
რა მოაქვს გლობალიზაციას ?
|
||
თემატური კითხვები
|
1.
ვიზლიბერალიზაცია ქართული ენის საფრთხე თუ პოპულარიზაცია?
2. რა საშიშროებას ვხედავთ ცხოველთან
ურთოერთობის დოს?
3. რომელი ანბანი, ენა მოგწონთ და გიადვილდებათ
შესასწავლად?
|
||
შინაარსობრივი
კითხვები
|
1.როდის
ემუქრება ენას საფრთხე?
2.
როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს მშობლიურ ენას?
3.
რა განსაცდელი გადაიტანა ქართულმა ენამ?
1.
ვინ იყო ენის მშველელი,როცა მას განსაცდელი ედგა?
2.
რა ელის ჩვენს უძვირფასეს ენას მომავალში?
3.
იცით ქართული ანბანის სამი სახე?
|
||
შეფასების გეგმა
|
|||
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
|
|||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|
პროექტის დასაწყისში
|
შეკითხვების დასმა
|
დღიურები
|
|
პროექტის მსვლელობისას
|
·
შეკითხვების დასმა
·
მოკლე ჩანაწერები
·
უკუკავშირის ფორმა
|
· პრეზენტაციის
რუბრიკა
|
|
პროექტის დასრულების შემდეგ
|
·
შეკითხვების დასმა
· ბლოგის,
ან მოთხრობის რუბრიკა
|
·
პრეზენტაციის რუბრიკა
·
დღიურები
|
|
შეფასების მოკლე მონახაზი
|
|||
შეკითხვების
დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში, რომ შემოწმდეს მოსწავლის აზროვნება და მიეცეს ანალიზის შესაძლებლობა. მოკლე ჩანაწერები ხელს
უწყობს მასწავლებელს,
თვალი მიადევნოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. ჩანაწერები, ასევე, საშუალებას მოგცემთ
განსაზღვროთ, რამდენად კარგად ესმით მოსწავლეებს გარკვეული ცნებები და გამოიყენოთ გაუგებარი ცნებების ხელმეორედ შესწავლისთვის.
პრეზენტაციის
რუბრიკას მოსწავლეები იყენებენ მასწავლებლის შეფასებამდე საკუთარი პრეზენტაციების
შესაფასებლად. ბლოგი, ან რუბრიკა წარმოგვიდგენს ნაშრომების შემოწმების კრიტერიუმს სხვადასხვა გადმოსახედიდან; მათ
მოსწავლეები იყენებენ წერის დროს
საბოლოო პროდუქტის შეფასებისას. როდესაც მოსწავლეები ასრულებენ მონახაზს, თანატოლთა უკუკავშირის
ფორმა გამოიყენება ერთმანეთისთვის უკუკავშირის მისაცემად და საბოლოო შედეგის
შესასწორებლად. დღიურებიდან
მოსწავლეების პასუხები ზოგად
შეკითხვაზე გვაწვდიან ინფორმაციას, როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო
მნიშვნელობის საკითხებთან.
|
|||
სხვა საკითხები
|
|||
წინარე ცოდნა
|
|||
პროექტის
განხორციელებამდე მოსწავლეები უნდა ფლობდნენ, კომპიუტერთან მუშაობის უნარებს,
კერძოდ, word; PowerPoint; Google; ინტერნეტში საჭირო
ინფორმაციის მოძიება, გადმოწერა,
დახარისხება, ფოტოების,ვიდეოს და მუსიკის გადმოწერა პროგრამიდან youtube, საპრეზენტაციო პროგრამაზე მუშაობა, დიზაინი. ცხრილებზე მუშაობა.
და.ა.შ.
|
|||
სასწავლო პროცედურები
|
|||
აღწერეთ სასწავლო
პროექტის სრული ციკლი. განსაზღვრეთ მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების
მასშტაბები და თანმიმდევრობა. აღწერეთ მოსწავლეთა ჩართულობა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.
მოსწავლეების
შესაძლებლობის ფარგლებში ვიწყებთ სრული ციკლის თანმიმდევრულად, დროში დათვლილ
დავალების ინსტრუქციის გაზიარებამდე
ენის
საფრთხის კრებულის შედგენა სხვადასხვა ქვეყნის კულტურიდან.(კერძოდ ფერეიდანი..) სანიშნეების მომზადება
კითხვის დროს, ანბანის ვერსიების
გაგებისა და კრიტიკულად შეფასებისთვის. გამოიყენეთ პროექტზე
დაფუძნებული სწავლების საინფორმაციო ბროშურა მშობლებისა და საზოგადოების სხვა წევრებისთვის პროექტებით სწავლების
მოდელის გასაცნობად.
პირველი კვირა
დასვით ზოგადი შეკითხვა, რამდენად რეალურია
რა
მოაქვს გლობალიზაციას ?
პირველ რიგში გარკვიეთ,
1. როდის
ემუქრება ენას საფრთხე?
2. როგორ უნდა
მოვუფრთხილდეთ ჩვენს მშობლიურ ენას?
3. რა
განსაცდელი გადაიტანა ქართულმა ენამ?
თუ იცის ყველა მოსწავლემ ქართული ანბანის სამი საფეხურის წარმოშობის
შესახებ, წიგნში წაუკითხავთ,
თუ სადმე უნახავთ?.. უმრავლესობას ეცოდინება. მათ ვისაც არ სმენია,
შემდეგი აქტივობის ფარგლებში დამკვირვებლის როლი მიეცით. მოსწავლეები წყვილში იმუშავებენ. ვაწყვილებ გვერდითგვერდ
მსხდომებს. თავდაპირველად ერთმანეთს,
ხოლო შემდეგ სხვა წყვილებს გაუზიარებენ .გაიმართება დისკუსია. მოსწავლეები შეთანხმდებიან გარკვეულ საკითხებზე, ხოლო ზოგჯერ
განსხვავებული აზრი ექნებათ. მოცემული აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს,
განიხილონ თუ როგორ განსხვავებულად
ვითარდება დამწერლობის ეტაპები. . ნათელი მოჰფინონ იმ
ფაქტს, რომ ქართველებს გვაქვს
უძვირფასესი განძი.. , რომელიც ჩვენმა
უმრავლესობამ იცის. ხმამაღლა წაიკითხონ
და გაარჩიონ ანბანის წარმოშობის
ისტორია.. ილუსტრირება გაუკეთონ, თუ როგორ როლს თამაშობს
სიფრთხილე, შიში და რეალობა. ერთმანეთს
გაუზიარონ კონცეფციის ხედვა ამბის
თხრობისას. შემდეგ დასვან პროექტის შეკითხვა,
1.
ვიზლიბერალიზაცია ქართული ენის საფრთხე თუ პოპულარიზაცია?
2. რა საშიშროებას ვხედავთ ცხოველთან
ურთოერთობის დოს?
3. რომელი ანბანი, ენა მოგწონთ და გიადვილდებათ
შესასწავლად?
4.ვინ იყო ენის
მშველელი,როცა მას განსაცდელი ედგა?
5.რა ელის ჩვენს
უძვირფასეს ენას მომავალში?
6.იცით ქართული
ანბანის სამი სახე?
უამბეთ მოსწავლეებს, რომ არსებობს ენის პრობლემების გადაჭრა სხვადასხვა
ქვეყანაში., რომლის წაკითხვის შესაძლებლობა გააჩნიათ. მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ ადამიანები ვინც საუკუნეების მანძილძე ებრძოდა
მტერს ენის გადასარჩენად. აჩვენეთ მოსწავლეებს, როგორ გამოიყენონ
სანიშნეები დღიურებში ჩანაწერების დასაკავშირებლად. კონკრეტულად კი, აჩვენეთ ფოკუსირებული შეკითხვების,
წარმოსახვითი იმიჯების , დასკვნების, და ფართო მნიშვნელობის იდეების გამოყენება მაგ;რომელიმე ქვეყნის ანალიზის მაგალითზე. შემდეგ მოსწავლეებს მიუთითეთ, როგორ გამოიყენონ ანბანის სხვადასხვა სახის და ქართული სამეტყველო ენის განვითარების ეტაპების
გრაფიკული დაგეგმვის ფორმა . რუქაზე მოსანიშნად. აჩვენეთ მაგალითი, როგორ შექმნან ახალი და უცხო, განსაკუთრებით მნიშვნელობის
სიტყვათა სია(ენა,
მამული,სარწმუნოება.). განიხილეთ, როგორ ზეგავლენას ახდენენ ტრადიციები (ენის სიწმნდის დაცვა ოჯახში, ),
ოჯახის სტრუქტურა, გარემოცვა. გამოიყენეთ ვენის დიაგრამა,(დავუკავშირებ
ერთმანეთს რა მნიშვნელობა ქონდა ენის
სიწმინდის დაცვას წარსულში და დღეს)
ამბის შესადარებლად.
მეორე კვირა
მოსწავლეები გამოიყენებენ იგივე პროცედურებს. შეაგროვეთ ინფორმაცია მოსწავლეების მრავალფეროვან ინტერესებსა და
მოთხოვნილებებზე, უზრუნველყავით
სხვადასხვა სირთულის საკითხავი მასალით წაკითხულის გააზრების უნარის გასაუმჯობესებლად. მოსწავლეებმა გამოიყენებენ ვენის დიაგრამა,,(დავუკავშირებ ერთმანეთს s ანბანის
სხვადასხვა სახეობებს) ამბის შესადარებლად. , ამავე ზღაპრის
სხვადასხვა ვერსიასთან
შესადარებლად და შესაპირისპირებლად.
ერთად მომუშავე ჯგუფებმა შექმნან
მულტიმედიური პრეზენტაცია, სადაც ცოფის სხვადასხვა
ვერსიის შედარებითი და შეპირისპირებითი ანალიზი გაკეთდება. დავარიგებ და განვხიხილავთ პრეზენტაციის რუბრიკა, მუშაობისას მოსწავლეების პროგრესის
შესამოწმებლად. პრეზენტაციის რუბრიკა შეიძლება გამოივიყენოთ პრეზენტაციების
ფორმალურად შეფასებისათვის.
მესამე და
მეოთხე კვირა სამუშაო ჯგუფური იქნება - მათი დავალებაა ბლოგის ან მოთხრობის სახით დაწერონ ამბავი ანბანის და
დამწერლობის შესახებ თავიანთი თვალთახედვით. დაურიგეთ ბლოგის, ან მოთხრობის რუბრიკა
მოსწავლეებს წერის პროცესში.
მოსწავლეები დაგეგმავენ მოთხრობის იდეებს გრაფიკული დამგეგმავით, სიით, დროის ჩარჩოთი, ჩანახატით ან ნებისმიერი
ტექნიკით, რომელიც მათთვის მოსახერხებელია. თვალყური ადევნეთ მათ ჯგუფურ მუშაობას, დაუსვით კითხვები და გამოიყენეთ მოკლე ჩანაწერები პროგრესის
მონიტორინგისთვის. ჩანაწერები,
ასევე, გამოგადგებათ სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას, თანამშრომლობის და
თვით-ორიენტირების უნარ-ჩვევების სწავლებაში.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები
ჩამოაყალიბებენ თავიანთი მოთხრობის პირველად იდეას, მოსწავლეები დაყავით მცირე ჯგუფებად, ბლოგებზე
ან ნაშრომებზე უკუკავშირისთვის. თანატოლთა უკუკავშირის ფორმა ავტორს ეხმარება
ორგანიზება გაუკეთოს საკუთარ მოსაზრებებს და უზრუნველყოს კონსტრუქციული
უკუკავშირის გაზიარება. მოსწავლეებს მიეცით საკმარისი დრო
ნაშრომების მონახაზის გაკეთების, ჩაწერისა და გამოქვეყნებისთვის.
მეხუთე კვირა
ესტუმრეთ ანბანის შესახებ მიმზიდველ ვებგვერდს, სხვა და პრეზენტაციების იდეების გასაზიარებლად.
მოსწავლეებს სთხოვეთ, გამოიყენონ ჯგუფის მიერ და
შექმნან ,,კედლის გაზეთი’’, დაწერონ
ანბანის სამივე საფეხურით რაიმე
მნიშვნელოვანი სიტყვა, ლექსი, ფრაზა . უნდა ასახავდეს ადამიანებისთვის სარგებელს. ყველა შემთხვევაში, მონაცემები დაფუძნებული უნდა იყოს ფაქტობრივ ინფორმაციაზე. შეამოწმეთ, მოსწავლეების
მიერ პროექტის მოთხოვნების ცოდნა მუშაობის დაწყებამდე.
მოსწავლეებმა შეიძლება დაგეგმონ
ინტერვიუები, შეადგინონ კითხვები. დაუსვან ერთმანეთს, მშობელს, მასწავლებლებს და
სხვა საზოგადო მოღვაწეთ კითხვები.
მონიშნეთ რუქაზე ის ადგილები, სადაც სკოლებში ისწავლება ანბანის სახეობები. განიხილეთ,
როგორ ზეგავლენას ახდენს ადგილი, დრო ამ დაავადებაზე.
მეექვსე
კვირა
დასვით თემატურ? გაეცანით
მოსწავლეების პასუხებს. ერთად წაიკითხეთ ახალი აღმოჩენები ანბანზე და
დამწერლობაზე.(მაგ.
ასომთავრული,მრგლოვანის ასო-ბგერების მსგავსება ნუსხა-ხუცურსა და დღევანდელ
მხედრულის ანბანის ასო-ბგერებზე). შემდეგ, განიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები, რომ
განსაზღვროთ, წაკითხული თანამედროვე ვერსია ასახავდა თუ არა მოსწავლეთა იდეებს. ასწავლეთ წაკითხული
მოთხრობებიდან საყვარელი პერსონაჟის
შერჩევა(მაგ. ექვთიმე მთაწმინდელზე, ანიაკობ გოგებაშვილზე) და დაუსვით მათ
შეკითხვა, როგორ შეიძლება შევუსაბამოთ
ძველი და ახალი დამწერლობის სახეები თანამედროვე კომპიუტერულს. გააცანით გრაფიკული დამგეგმავი ანალიზისთვის, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს
უკეთ გაეცნონ ამ დაავადებას.
აჩვენეთ, როგორ შეიძლება დაეხმაროს შევსებული დამგეგმავი მოთხრობის განვითარების
პროცესში. ზოგიერთ
მოსწავლეს შეიძლება დაჭირდეს დამატებითი დახმარება, საკუთარი მოთხრობის
იდეის დასაგეგმად. შესთავაზეთ
გრაფიკული დამგეგმავის, სიების, დროის ჩარჩოების,
მონახაზების, ან
ნებისმიერი გონების სავარჯიშოების
გამოყენება, რომლებიც მათთვის უფრო მოსახერხებელია. დააკვირდით მოსწავლეებს მუშაობის პროცესში, დაუსვით შეკითხვები და გააკეთეთ ჩანიშვნები მათი პროგრესის
შესაფასებლად. მას შემდეგ,
რაც მოსწავლეები მათი მოძიებული, დასწავლილი და წაკითხული სამუშაო ვერსიას
შექმნიან, გადაეცით თანატოლთა უკუკავშირის ფორმა, დაყავით მოსწავლეები მცირე
ჯგუფებად ნამუშევრების გაცნობისა და უკუკავშირის გაზიარების მიზნით. შემდეგ, მოსწავლეები
დახვეწენ და დაასრულებენ ნამუშევრებს
თანატოლების შენიშვნების საფუძველზე.
დასკვნა
შეაჯამეთ პროექტი. დაუბრუნდით შეკითხვას ,,ვიზალიბერალიზაცია,
ქართული ენის საფრთხე თ პოპულარიზაცია?’’ მოსწავლეები დაწერენ პასუხებს სამუშაო დღიურებში. შეახსენეთ, რომ
მაქსიმალურად დიდი ლიტერატურა ან მტკიცებულება გამოიყენონ პასუხებზე მუშაობისას. შემდეგ შეკრიბეთ კლასი და განიხილეთ მოსწავლეთა პასუხები მთლიან ჯგუფში.
არჩევითი
დამატებითი აქტივობა
მეოთხე კვირის დასასრულს, დაუკავშირდით
ბიბლიოთეკას ან მუზეუმს. შეადარეთ თქვენი მოძიებული და დახარისხებული ინფორმაცია
იქ ნანახს და წაკითხულს. მოიწვიეთ მშობლები და საზოგადოების სხვა წევრები ღონისძიებაზე
დასასწრებად.
|
|||
დიფერენცირებული სწავლება
|
|||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
მოიძიოს საჭირო და
მკაფიოდ მიცემული დავალება მასწავლებლის მიერ მოწოდებული, ან გადმოსცეს ნახატით
დავალება. იმუშაონ ჯგუფებში ან წყვილებში. იმუშაოს მშობელთან და
მასწავლებელთან.გამოიყენოს მასწავლებლის მიერ შექმნილი ნიმუშები. ზეპირი
მეტყველება და კითხვა-პასუხი.
|
||
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები,
რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
ჩაერთოს და დაიხმაროს
პედაგოგი,კითხვებზე პასუხით ჩავრთოთ პროექტში.მოსწავლეებში მოხდეს
ურთიერთგაზიარება მასალის. ჩაერთონ ჯგუფებში.გამოიყენონ ვიზუალური
თვალსაჩინოებები,ფოტო და ვიდეო მასალა ლექსკისა და შინაარსის გასავითარებლად.
|
||
ნიჭიერი მოსწავლეები
|
ნიჭიერ მოსწავლეებს
მივცემ როგორც მასალის მოძიების და კვლევის, ასევე ამ მასალაზე დაყრდნობით
გააკეთონ ანალიზი და შეთხზას ტექსტი.გააკეთოს პრეზენტაცია.
გააკეთოს აღმოჩენა.
განსაზღვრონ როგორ განვითარდება მომავალში ქართული ენა და დამწერლობა.
|
||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||
აპარატურული
უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
|
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
|
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
|
ელ. ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
|
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა ----------
|
|
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
||
ბეჭდური მასალები
|
გაზეთიდან და სამედიცინო ჟურნალებიდან ამოიწერონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
,დამწერლობაზე’’, .სკოლის სახელმძღვანელოები.
|
||
ინვენტარი/მასალები
|
მერხი, სკამი, დაფა, ცარცი, მაგნიტური დაფა, ფორმატი, ფურცლები,
საპრეზენტაციო დაფა, სახელმძღვანელო.
|
||
ინტერნეტრესურსები
|
word; PowerPoint; Google; ინტერნეტში საჭირო
ინფორმაციის მოძიება, გადმოწერა,
დახარისხება, ფოტოების,ვიდეოს და მუსიკის გადმოწერა პროგრამიდან youtube, საპრეზენტაციო პროგრამაზე მუშაობა, დიზაინი. ცხრილებზე მუშაობა.
და.ა.შ.
|
||
სხვა რესურსები
|
მწელებთან და
საზოგადო მოღვაწეებთან გასაუბრება,
მშობლები, კოლეგები.სასულიერო პირები.
|
||
No comments:
Post a Comment