პროექტი __ ,,ცოფი''


პრეზენტაცია __ ცოფი
პროექტის პორტფოლიო


 








სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
მაკა კოპალეიშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
სამტრედია. სოფ.იანეთი
სკოლა
სსიპ  სამტრედიის მუნიციპალიტეტის  სოფელ იანეთის საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი      გავაცნო მოსწავლეებს საშიში დაავადება  ,,ცოფი’’, მისი გამომწვევი მიზეზები, 
პროექტის დასახელება    ცოფი
 ცოფი
პროექტის შინაარსი

ბავშვებს ძალიან უყვართ ცხოველებთან ურთიერთობა, ხშირად ვერ ვერ აცნობიერებენ რამდენად საშიშია მათი დაკაწვრით გამოწვეული დაავადება ცოფი.ცოფი არის საშიში დაავადება,რომელიც ხშირ შემთხვევაში ლეტალური შდეგით მთავრდება.მოსწავლეები მშობლებთან ერთად გაეცნობიან რა არის ცოფი და როგორ უნდა  ავიშოროთ ეს დაავადება თავიდან.მოიძიებენ, გააანალიზებენ და დაუკავშირებენ ერთმანეთს სხვადასხვა ინფორმაციას ცოფზე.
საგანი/საგნები

ბუნებისმეტყველება
საფეხური/კლასი

დაწყებითი.  IV კლასი
პროექტის განხორციელების დრო

6კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები

მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება

ბუნ.IV.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების  დემონსტრირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სვამს შესაბამის კითხვებს და იყენებს კვლევის სხვადასხვა ხერხს მათზე პასუხის მისაღებად;
·         ატარებს მარტივ  კვლევით/პრაქტიკულ აქტივობას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         ატარებს გაზომვებს  სხვადასხვა ხელსაწყოს  (თერმომეტრის,  სახაზავის, წამმზომის, სასწორის) საშუალებით, იყენებს სტანდარტულ ერთეულებს;
·         იყენებს სხვადასხვა საშუალებას კვლევის შედეგების აღრიცხვა-ორგანიზებისთვის (მარტივი მეცნიერული ენით ჩაწერა, პიქტოგრამა, ცხრილი, ფოტო, ვიდეო);
·         ადარებს  და აჯგუფებს კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს. აანალიზებს და გამოსახავს პიქტოგრამის, ცხრილის, მარტივი სქემის საშუალებით;
·         მარტივი საბუნებისმეტყველო ტერმინების გამოყენებით  აყალიბებს კითხვებზე პასუხებს საკუთარი დაკვირვების და მოსაზრებების საფუძველზე;
·         ადარებს ერთმანეთს საკუთარი და თანაკლასელთა დაკვირვების შედეგებს;
·         წარუდგენს მიღებულ შედეგებსა და დასკვნებს თანაკლასელებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით (მაგ., ზეპირი მეტყველების, წერითი მეტყველების, ისტ-ის საშუალებით).
r

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

დააკვირდნენ ცოფით დაავადებულებს,კარგად გაერკვნენ რატომ არის ცოფი საშიში დაავადება.თემის დამთავრების შემდეგ,მოსწავლეები ფთხილად იქნებიან ცხოველთან ურთიერთობაში


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა

რას გვაძლევს გარემოსთან ურთიერთობა?
თემატური კითხვები

1. რატომ გიყვართ ცხოველთა სამყარო?
2. რა საშიშროებას ვხედავთ ცხოველთან ურთოერთობის დოს?
3. სად და როგორ რთიერთობთ ცხოველებთან?
შინაარსობრივი კითხვები

1.როდის არის საშიში ცხოველები?
2.რა უნდა ვიცოდეთ უსაფრთხოების შესახებ?
3. რა ვიცით საშიში დაავადებების შესახებ?~
4.ვის უნდა მივმართოთ ამ დროს?
5. რა იცით ცოფის შესახებ?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
შეკითხვების დასმა
დღიურები
პროექტის მსვლელობისას
·   შეკითხვების დასმა
·   მოკლე ჩანაწერები
·   უკუკავშირის ფორმა
·  პრეზენტაციის რუბრიკა


პროექტის დასრულების შემდეგ
·     შეკითხვების დასმა
·    ბლოგის, ან მოთხრობის რუბრიკა
·    პრეზენტაციის რუბრიკა
·    დღიურები

შეფასების მოკლე მონახაზი
შეკითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში, რომ შემოწმდეს მოსწავლის  აზროვნება და  მიეცეს ანალიზის შესაძლებლობა. მოკლე ჩანაწერები ხელს უწყობს მასწავლებელს, თვალი მიადევნოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. ჩანაწერები, ასევე, საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ,  რამდენად კარგად  ესმით მოსწავლეებს გარკვეული ცნებები და  გამოიყენოთ გაუგებარი ცნებების ხელმეორედ შესწავლისთვის. პრეზენტაციის რუბრიკას მოსწავლეები იყენებენ მასწავლებლის შეფასებამდე საკუთარი პრეზენტაციების შესაფასებლად. ბლოგი, ან რუბრიკა წარმოგვიდგენს ნაშრომების შემოწმების  კრიტერიუმს სხვადასხვა გადმოსახედიდან; მათ მოსწავლეები იყენებენ წერის დროს  საბოლოო პროდუქტის შეფასებისას. როდესაც მოსწავლეები  ასრულებენ მონახაზს, თანატოლთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენება ერთმანეთისთვის   უკუკავშირის მისაცემად და საბოლოო შედეგის შესასწორებლად. დღიურებიდან მოსწავლეების  პასუხები ზოგად შეკითხვაზე  გვაწვდიან ინფორმაციას,   როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო მნიშვნელობის საკითხებთან.
სხვა საკითხები
წინარე ცოდნა

პროექტის განხორციელებამდე მოსწავლეები უნდა ფლობდნენ, კომპიუტერთან მუშაობის უნარებს, კერძოდ, word;   PowerPoint;  Google; ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის  მოძიება, გადმოწერა, დახარისხება, ფოტოების,ვიდეოს და მუსიკის გადმოწერა პროგრამიდან  youtube, საპრეზენტაციო პროგრამაზე მუშაობა, დიზაინი. ცხრილებზე მუშაობა. და.ა.შ.

სასწავლო პროცედურები
აღწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი. განსაზღვრეთ მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა. აღწერეთ მოსწავლეთა ჩართულობა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.
მოსწავლეების შესაძლებლობის ფარგლებში ვიწყებთ სრული ციკლის თანმიმდევრულად, დროში დათვლილ
დავალების ინსტრუქციის გაზიარებამდე
საშიში დაავადების ,,ცოფი’’ კრებულის შედგენა სხვადასხვა ქვეყნის კულტურიდან. სანიშნეების მომზადება კითხვის დროს, ცოფის  ვერსიების გაგებისა და კრიტიკულად შეფასებისთვის. გამოიყენეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების საინფორმაციო ბროშურა მშობლებისა და საზოგადოების სხვა წევრებისთვის პროექტებით სწავლების მოდელის გასაცნობად.
პირველი კვირა
დასვით ზოგადი შეკითხვა, რამდენად რეალურია
 რას გვაძლევს გარემოსთან ურთიერთობა?“?
პირველ რიგში გარკვიეთ, 1. რატომ გიყვართ ცხოველთა სამყარო?
2. რა საშიშროებას ვხედავთ ცხოველთან ურთოერთობის დოს?
3. სად და როგორ ურთიერთობთ ცხოველებთან? თუ იცის  ყველა მოსწავლემ საშიშ დაავადების ,,ცოფის’’ შესახებ, წიგნში წაუკითხავთ, თუ   სადმე უნახავთ ცოფით დაავადებული ადამიანი.. უმრავლესობას ეცოდინება. მათ ვისაც არ სმენია, შემდეგი აქტივობის ფარგლებში  დამკვირვებლის როლი მიეცით.  მოსწავლეები  წყვილში იმუშავებენ. ვაწყვილებ გვერდითგვერდ მსხდომებს.  თავდაპირველად ერთმანეთს, ხოლო შემდეგ სხვა წყვილებს გაუზიარებენ .გაიმართება დისკუსია.  მოსწავლეები შეთანხმდებიან გარკვეულ საკითხებზე, ხოლო ზოგჯერ განსხვავებული აზრი ექნებათ.  მოცემული აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას  მისცემს,  განიხილონ თუ როგორ განსხვავებულად  ვითარდება და  განიმარტება ცოფის მკურნალობა მსოფლიოში; სტატისტიკური მონაცემების შეგროვება სხვადასხვა ქვეყნებში. ნათელი მოჰფინონ იმ ფაქტს, რომ ,,ცოფი მომაკვდინებელი დაავადებაა’’.  , რომელიც ჩვენმა უმრავლესობამ იცის.  ხმამაღლა წაიკითხონ და გაარჩიონ  ეს დაავადება. ილუსტრირება გაუკეთონ, თუ როგორ როლს თამაშობს სიფრთხილე, შიში და რეალობა.   ერთმანეთს გაუზიარონ  კონცეფციის ხედვა ამბის თხრობისას. შემდეგ დასვან პროექტის შეკითხვა,  1.როდის არის საშიში ცხოველები?
2.რა უნდა ვიცოდეთ უსაფრთხოების შესახებ?
3. რა ვიცით საშიში დაავადებების შესახებ?~
4.ვის უნდა მივმართოთ ამ დროს?
5. რა იცით ცოფის შესახებ?
  უამბეთ მოსწავლეებს, რომ არსებობს ცოფის სხვადასხვაგვარი მკურნალობა სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის წაკითხვის შესაძლებლობა გააჩნიათ.   მოსწავლეებთან  ერთად განიხილეთ  დაკბენილი ადამიანები.  აჩვენეთ მოსწავლეებს, როგორ გამოიყენონ სანიშნეები დღიურებში ჩანაწერების დასაკავშირებლად.  კონკრეტულად კი,  აჩვენეთ ფოკუსირებული შეკითხვების, წარმოსახვითი იმიჯების , დასკვნების, და ფართო მნიშვნელობის იდეების გამოყენება მაგ;რომელიმე ქვეყნის ანალიზის მაგალითზე.  შემდეგ მოსწავლეებს მიუთითეთ,   როგორ გამოიყენონ  ცოფის დაავადების ეტაპების  გრაფიკული დაგეგმვის ფორმა ,  ცოფის ვირუსის გავრცელების პირველი ადგილი. რუქაზე მოსანიშნად. აჩვენეთ მაგალითი,  როგორ შექმნან  ახალი და უცხო, განსაკუთრებით  მნიშვნელობის  სიტყვათა   სია(ცოფი, ხოლერა,ჭირი). განიხილეთ, როგორ ზეგავლენას ახდენენ  ტრადიციები (ცხოველები ოჯახში, მათთან ხშირი და დაუცველი კონტაქტი), ოჯახის სტრუქტურა, გარემოცვა (ქუჩის მაწანწალა ძაღლების) ამბავი (როგორ იტაცებენ და სად და რატომ   მიყავთ ისინი). გამოიყენეთ ვენის დიაგრამა,(დავუკავშირებ ერთმანეთს ცხოველისგან დაკბენილ ცხოველს და ცხოველისგან დაკბენილ ადამიანს)   ამბის შესადარებლად.
მეორე კვირა
მოსწავლეები  გამოიყენებენ  იგივე პროცედურებს  ცოფის  სხვადასხვა ვერსიის შესადარებლად. შეაგროვეთ ინფორმაცია  მოსწავლეების მრავალფეროვან ინტერესებსა და მოთხოვნილებებზე, უზრუნველყავით სხვადასხვა სირთულის საკითხავი მასალით წაკითხულის გააზრების უნარის  გასაუმჯობესებლად. მოსწავლეებმა გამოიყენებენ ვენის დიაგრამა,,(დავუკავშირებ ერთმანეთს ცხოველისგან დაკბენილ ცხოველს და ცხოველისგან დაკბენილ ადამიანს)   ამბის შესადარებლად. , ამავე  ზღაპრის  სხვადასხვა ვერსიასთან  შესადარებლად და შესაპირისპირებლად.   ერთად მომუშავე  ჯგუფებმა შექმნან  მულტიმედიური პრეზენტაცია, სადაც ცოფის სხვადასხვა ვერსიის შედარებითი და შეპირისპირებითი ანალიზი გაკეთდება.  დავარიგებ და განვხიხილავთ  პრეზენტაციის რუბრიკა, მუშაობისას  მოსწავლეების  პროგრესის  შესამოწმებლად. პრეზენტაციის რუბრიკა შეიძლება გამოივიყენოთ პრეზენტაციების ფორმალურად  შეფასებისათვის.
მესამე და მეოთხე კვირა  სამუშაო ჯგუფური იქნება - მათი დავალებაა ბლოგის  ან მოთხრობის სახით დაწერონ ამბავი საშიშ დაავადების შესახებ თავიანთი  თვალთახედვით.  დაურიგეთ ბლოგის, ან მოთხრობის რუბრიკა მოსწავლეებს წერის პროცესში.
მოსწავლეები დაგეგმავენ მოთხრობის იდეებს გრაფიკული დამგეგმავით, სიით, დროის ჩარჩოთი, ჩანახატით ან ნებისმიერი ტექნიკით, რომელიც მათთვის მოსახერხებელია. თვალყური ადევნეთ მათ ჯგუფურ მუშაობას, დაუსვით კითხვები და  გამოიყენეთ მოკლე ჩანაწერები პროგრესის მონიტორინგისთვის. ჩანაწერები, ასევე, გამოგადგებათ სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას, თანამშრომლობის და თვით-ორიენტირების უნარ-ჩვევების სწავლებაში.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები  ჩამოაყალიბებენ თავიანთი მოთხრობის პირველად  იდეას, მოსწავლეები დაყავით მცირე ჯგუფებად, ბლოგებზე ან ნაშრომებზე უკუკავშირისთვის. თანატოლთა უკუკავშირის ფორმა ავტორს ეხმარება ორგანიზება გაუკეთოს საკუთარ მოსაზრებებს და უზრუნველყოს კონსტრუქციული უკუკავშირის გაზიარება. მოსწავლეებს მიეცით საკმარისი დრო ნაშრომების მონახაზის გაკეთების, ჩაწერისა და გამოქვეყნებისთვის.
მეხუთე კვირა
ესტუმრეთ საშიში დაავადებების(ცოფის) მიმზიდველ ვებგვერდს, სხვა  და პრეზენტაციების იდეების გასაზიარებლად. მოსწავლეებს სთხოვეთ, გამოიყენონ  ჯგუფის მიერ  და შექმნან „ძებნილის“ აფიშა.  აფიშაზე შესაძლოა მოხვდეს ცოფიანი  ძაღლი.  აფიშები უნდა ასახავდეს  ადამიანებისთვის  სარგებელს. ყველა შემთხვევაში, აფიშის მონაცემები დაფუძნებული უნდა იყოს დაავადების ფაქტობრივ ინფორმაციაზე. შეამოწმეთ, მოსწავლეების მიერ პროექტის მოთხოვნების ცოდნა აფიშამდე მუშაობის დაწყებამდე.
მონიშნეთ რუქაზე ის ადგილები, სადაც სკოლებში  ისწავლება. განიხილეთ, როგორ ზეგავლენას ახდენს ადგილი, დრო ამ დაავადებაზე.
მეექვსე კვირა
დასვით თემატურ? გაეცანით მოსწავლეების პასუხებს. ერთად წაიკითხეთ ახალი აღმოჩენები ცოფზე. შემდეგ, განიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები, რომ განსაზღვროთ, წაკითხული თანამედროვე ვერსია ასახავდა თუ არა მოსწავლეთა იდეებს. ასწავლეთ წაკითხული მოთხრობებიდან  საყვარელი პერსონაჟის შერჩევა და დაუსვით მათ შეკითხვა,  როგორ შეიძლება შეესაბამებოდეს შერჩეული დაავადების თვისებები და მკურნალლობა სრულიად თანამედროვე მკურნალობის მეთდს. გააცანით გრაფიკული დამგეგმავი  ანალიზისთვის, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაეცნონ  ამ დაავადებას.
აჩვენეთ, როგორ შეიძლება დაეხმაროს შევსებული დამგეგმავი მოთხრობის განვითარების პროცესში. ზოგიერთ მოსწავლეს შეიძლება დაჭირდეს დამატებითი დახმარება,  საკუთარი მოთხრობის იდეის დასაგეგმად. შესთავაზეთ გრაფიკული დამგეგმავის, სიების, დროის ჩარჩოების, მონახაზების, ან ნებისმიერი გონების  სავარჯიშოების გამოყენება, რომლებიც მათთვის უფრო მოსახერხებელია. დააკვირდით მოსწავლეებს მუშაობის პროცესში, დაუსვით შეკითხვები და  გააკეთეთ ჩანიშვნები მათი პროგრესის შესაფასებლად. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ზღაპრის სამუშაო ვერსიას შექმნიან, გადაეცით თანატოლთა უკუკავშირის ფორმა, დაყავით მოსწავლეები მცირე ჯგუფებად ნამუშევრების გაცნობისა და უკუკავშირის გაზიარების მიზნით. შემდეგ, მოსწავლეები დახვეწენ  და დაასრულებენ ნამუშევრებს თანატოლების შენიშვნების საფუძველზე.
დასკვნა
შეაჯამეთ პროექტი. დაუბრუნდით შეკითხვას ,,რამდენად საშიშია გარემოსთან ურთიერთობა“?  მოსწავლეები დაწერენ პასუხებს  სამუშაო დღიურებში. შეახსენეთ, რომ მაქსიმალურად დიდი ლიტერატურა ან მტკიცებულება გამოიყენონ პასუხებზე მუშაობისას. შემდეგ შეკრიბეთ კლასი და  განიხილეთ მოსწავლეთა პასუხები მთლიან ჯგუფში.

არჩევითი დამატებითი აქტივობა
მეოთხე კვირის დასასრულს, დაუკავშირდით ადგილობრივ  წიგნების საავადმყოფოს ან პოლიკლინიკას, სადაც  ცნობილი ექიმმები დაავადების შესახებ წერენ.. ნახეთ, საავადმყოფოები ან პოლიკლინიკები უმასპინძლებენ თუ არა საღამოს თქვენი კლასისთვის. მოიწვიეთ  მშობლები და  საზოგადოების სხვა წევრები ღონისძიებაზე დასასწრებად.

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
მოიძიოს საჭირო და მკაფიოდ მიცემული დავალება მასწავლებლის მიერ მოწოდებული, ან გადმოსცეს ნახატით დავალება. იმუშაონ ჯგუფებში ან წყვილებში. იმუშაოს მშობელთან და მასწავლებელთან.გამოიყენოს მასწავლებლის მიერ შექმნილი ნიმუშები. ზეპირი მეტყველება და კითხვა-პასუხი.
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
ჩაერთოს და დაიხმაროს პედაგოგი,კითხვებზე პასუხით ჩავრთოთ პროექტში.მოსწავლეებში მოხდეს ურთიერთგაზიარება მასალის. ჩაერთონ ჯგუფებში.გამოიყენონ ვიზუალური თვალსაჩინოებები,ფოტო და ვიდეო მასალა ლექსკისა და შინაარსის გასავითარებლად.
ნიჭიერი მოსწავლეები
ნიჭიერ მოსწავლეებს მივცემ როგორც მასალის მოძიების და კვლევის, ასევე ამ მასალაზე დაყრდნობით გააკეთონ ანალიზი და შეთხზას ტექსტი.გააკეთოს პრეზენტაცია.
გააკეთოს აღმოჩენა. განსაზღვრონ როგორ განვითარდება მომავალში ცოფის მკურნალობა და ინკუბაციის პერიოდი.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები

გაზეთიდან და სამედიცინო ჟურნალებიდან ამოიწერონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ,,ცოფზე’’, ნ.დუმბაძის მოთხრობა ,,ძაღლი’’.სკოლის სახელმძღვანელოები.
ინვენტარი/მასალები

მერხი, სკამი, დაფა, ცარცი, მაგნიტური დაფა, ფორმატი, ფურცლები, საპრეზენტაციო დაფა, სახელმძღვანელო.
ინტერნეტრესურსები

word;   PowerPoint;  Google; ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის  მოძიება, გადმოწერა, დახარისხება, ფოტოების,ვიდეოს და მუსიკის გადმოწერა პროგრამიდან  youtube, საპრეზენტაციო პროგრამაზე მუშაობა, დიზაინი. ცხრილებზე მუშაობა. და.ა.შ.

სხვა რესურსები

ვიზიტი ქუჩაში მაწანწალა ძაღლზე დაკვირვება,ბუნკერებთან, საავადმყოფოებში დაკბენილი ადამიანები, კინოლოგებთან გასაუბრება, მშობლები, კოლეგები.ექიმი.


No comments:

Post a Comment

კლიმატის ცვლილება

 ;ჰლჯფდალჯფვლადჯდჯბ